დაბაძველის საჯარო სკოლ​ა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
24-04-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის დაბაძველის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ეკონტაქტებიან. მოსწავლეები იყენებენ როგორც ინტერნეტპლატფორმებს, ასევე ტელეგაკვეთილებს. დისტანციური სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისოა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203