ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინი დიასამიძემ izrune.ge -ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
24-04-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით გადიან და მაღალ ქულასაც იღებენ. მათ შორის izrune.ge -ს ტესტი წარმატებით გაიარა ნინი დიასამიძემ. მოსწავლის პედაგოგი ლია დავითაძე გახლავთ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203