
ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული დღე გაიხსენეს. მოსწავლეებმა ამ დღეს საკუთარი ნამუშევრები მიუძღვნეს.
„1989 წლის 9 აპრილმა ჩვენს მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა - ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ტკივილიანი დღე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები