
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასებენ მათ ნამუშევრებს.დისტანციური სწავლა საინტერესოდ მიმდინარეობს, მოსწავლეები დავალებებს ხალისით ასრულებენ.
საინტერესო დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ მოსწავლეებს ხელოვნებაში. ხელოვნებაში მე-9 კლასის მოსწავლეებს მორიგი დავალების თემა იყო - სურათის დასათაურება და ფერების აღქმით მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემა. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.
გთავაზობთ მე-9 კლასის მოსწავლეების მარი ვარდიაშვილის და თამუნა გონგაძის ნამუშევრებს.
იხილეთ ფოტოები