
თბილისის N178 საჯარო სკოლა თურქეთს სუვერენიტეტსა და ბავშვთა დაცვის დღეს - 23 აპრილს ულოცავს. ამ თემაზე სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო მოამზადეს.
„თურქეთის რესპუბლიკას ჩვენი სკოლა ულოცავს სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის დღეს - 23 აპრილს!
დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებლებს: თიკო პაპუაშვილს, მაია ბექაურს და მზია კელაპტრიშვილს თანადგომისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც სწავლა ასევე მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა სკოლებში დისტანციურად ხდება.
იხილეთ ვიდეო