დადეშის საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციური სწავლებისას მათ მიერ შექმნილ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო რესურსს იყენებენ
23-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დადეშის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

„როგორც იცით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პერიოდში სკოლები დახურულია და სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ამ მხრივ გამონაკლისს არც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დადეშის საჯარო სკოლა წარმოადგენს. აქ დისტანციური სწავლება დაიწყო მიმდინარე წლის 16 მარტიდან, სასწავლო პროცესი წარიმართება გაკვეთილების ცხრილის მიხედვით. ონლაინ გაკვეთილის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 20 წუთს, ხოლო გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთს შეადგენს. ნებისმიერი საგნის მასწავლებელი იყენებს მის მიერ შექმნილ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო ელექტრონულ რესურსს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203