ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს, თამარ ნაგერვაძეს თვითიზოლაციამ ახალი ნიჭი აღმოაჩენინა
23-04-2020

თამარ ნაგერვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის  მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, ის ერთ-ერთია მათ შორის,  ვინც წელს ამთავრებს სკოლას. ქვეყანაში არსებული პრობლემები მასაც შეეხო, მაგრამ დროს უქმად არ კარგავს.

„დარჩი სახლში“ მოწოდება ყველას გვეხება, რის გამოც გადავწყვიტე მეფიქრა იმაზე თუ როგორ შევძლებდი დეპრესიისგან თავის დაღწევას. დავიწყე იმის კეთება რაც ყოველთვის მაინტერესებდა და ჩემს ფანტაზიას გასაქანს მისცემდა. წინასწარ პატარა ბლოკნოტში ჩანახატებს ვაკეთებ -ხელჩანთებისათვის. შემდეგ მის განხორციელებას ვცდილობ. ამოვალაგე ფერადი ძაფები და მოვიმარჯვე საქსოვი ჩხირები. პირველ ცდაზე მთლად კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ შემდეგი უკეთესი გამოვიდა. ჩანთა ქალის ლამაზი და სჭირო აქსესუარია. ეხლა ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და სამომავლო გეგმებიც დავისახე. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დარწმუნებული ვარ მიზანს მივაღწევ“ - ამბობს თამარი.

სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს თამარს შემოქმედებით გზაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203