
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დისტანციური გაკვეთილები შეუფერხებლად უტარდებათ.
სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში. მოსწავლეების 70% „თიმსის“ პროგრამას იყენებს, ასევე იყენებენ „ზუმს“, ხოლო ვისაც პრობლემა აქვს ინტერნეტთან, მასწავლებლები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას იყენებენ მათთან დასაკავშირებლად, მაგალითად „მესენჯერს“ და მსგავს სოციალურ აპლიკაციებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.