ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დისტანციურ შეხვედრაზე ადამიანის უფლებებზე ესაუბრა
23-04-2020

2020 წლის 21 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნათია ჯიჯელავამ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთან, ეთო შიუკაშვილთან შეთანხმებით მოაწყო დისტანციური შეხვედრა მე-9, მე-9 და 10 კლასის მოსწავლეებთან.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეთო შიუკაშვილმა ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე, ადამიანის უფლებებზე, ნაადრევ ქორწინებაზე და მის პრევენციაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის პრობლემაზე.

„შეხვედრა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები თუ შეხედულებები. დიდი მადლობა ქ-ნ. ეთო შიუკაშვილს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203