ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს
23-04-2020

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საჭირო გახდა სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ამ ახალი გამოწვევის წინაშე მდგარ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაც ერთ-ერთია, რომელმაც შეძლო დისტანციურ სწავლებასთან წარმატებით ინტეგრირება.

1-ელი აპრილიდან სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ერთსულოვანი, გუნდური მუშაობის შედეგად მოხდა მოსწავლეებისა და მშობლების სასწავლო პროცესში ჩართვა. პედაგოგებს სკოლა ყველანაირად ხელს უწყობს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში.

„ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სკოლაში არსებული კომპიუტერები, თუ ამის საჭიროება არსებობს. მთავარია მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, რაც ქალაქის მასშტაბით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. ამჟამად 600 მოსწავლესა და 49-მ მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, სრულყოფილად სარგებლობენ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203