მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა სკვერი გაამწვანეს
23-04-2020

მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა, მარნეულში საკარანტინო დროის დაწყებამდე „დეკორატიული მცენარეებისა და ტყის ენდემური სახეობების მწარმოებელ ასოციაციასთან“ ერთად გაამწვანეს სკვერი.

სკვერში დაირგო სამოცზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარე.

მარადისის ეკოკლუბმა ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეძლო, დაახლოებით, 1300 ლარის ღირებულების მცენარეთა დარგვა.

მოსწავლეებთან ერთად კვერის გამწვანებაში მონაწილოებდა  სოფლის მოსახლეობაც. მომზადდა ორმოები, გაითხარა სარწყავი სისტემისათვის არხები, მოირწყო ახლადდარგული მცენარეები.

„დეკორატიული მცენარეებისა და ტყის ენდემური სახეობების მწარმოებელი ასოციაცია“კიდევ რამდენიმე გამწვანების აქციას გეგმავს მარადისის ეკოკლუბთან ერთად.

ამჟამად სკვერის ტერიტორიაზე სამასამდე მცენარეა განთავსებული. მცენარეები ეკოკლუბელებმა დარგეს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის (2018,2019,2020 წლების) ფარგლებში.

მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბი დანარჩენ შეხვედრებს პარტნიორ ორგანიზაციებთან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

აქტივობა შეესააბამება მდგრადი განვითარების მე-15(დედამიწის ეკოსისტემები), მე-17( თანამშრომლობა) მიზნებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203