
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს.
„22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დედამიწის დღე უჩვეულოდ, დისტანციურად სახლებიდან აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დარგეს და დათესეს მცენარეები, გაასუფთავეს და კირით შეათეთრეს ხე მცენარეები და გაალამაზეს საცხოვრებელი გარემო“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაცაში.
იხილეთ ფოტოები