
პანდემიისა და შექმნილი მდგომარეობის გამო, წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლა განაგრძობს დისტანციურ რეჟიმში მუშაობას.
„დედამიწის დღე“ მოსწავლეებმა დისტანციურ რეჟიმში აღნიშნეს. მათ მოამზადეს ვიდეორგოლი, დაწერეს მოკლე თხზულებები ,,რას ნიშნავს ჩემთვის დედამიწა“, ასევე მოამზადეს საინფორმაციო სახის პოსტერები.
„მოსწავლეები ამ გზით ცდილობენ გამოეხმაურონ სამყაროს და შეახსენონ ადამიანებს, რომ, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვალდებულებები დედამიწის მიმართ. ჩვენ უნდა დავიცვათ, გავუფრთხილდეთ დედამიწას! დედამიწა ჩვენი სახლია! დაიცავით დედამიწა!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები