რაჭისუბნის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
23-04-2020

ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად მართავს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა აქტიურად იყენებს ტელესკოლას, მათ შორის ვისაც არ აქვს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან. მასწავლებლები ასევე გადავიდნენ Teams-ის​ პლატფორმაზე, სადაც უზრუნველყოფენ რომ ყველა ჩართონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203