ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით გადიან და მაღალ ქულასაც იღებენ. ბექა ზვიადაძემ და ალექსანდრე ხარაბაძემ
Izrune.ge-ს შემაჯამაბელ ტესტში 100-დან 100 ქულა აიღეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.