ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი
23-04-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

ამჯერადაც, შემაჯამებელი ტესტი 17 მოსწავლიდან 16-მა გაიარა. სკოლის ჩართულობას უკვალოდ არ ჩაუვლია, მოსწავლეების უმეტესობამ ტესტირებაში მაღალი ქულები მოიპოვა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203