
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლა შეუფერხებლად, უწყვეტ რეჟიმში ატარებს ონლაინ გაკვეთილებს.
მასწავლებლები ყოველანაირად ცდილობენ, მოსწავლეებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით დაუკავშირდნენ და სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.