
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ სიგუა კლასგარეშე ლიტერატურასაც ეცნობა.
საინტერესოა, რომ მარიამმა ბოლო დროს კლასიკური ლიტერატურის ისეთი ნაწარმოებები წაიკითხა, როგორებიცაა „ანა კარენინა“ (ლევ ტოლსტოი) და „თამაში ჭვავის ყანაში“ (ჯერომ სელინჯერი). ამჟამად ის კიდევ ერთ აღიარებულ ნაწარმოებს - „ყვავილები ელჯერნონისთვის“(დენიელ კიზი)-ეცნობა.
შეგახსენებთ, რომ მარიამი მიმდინარე წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისათვის პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტო