
ბათუმის N18 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასებენ მათ ნამუშევრებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლა სახალისოდ მიმდინარეობს და მოსწავლეები სახალისო ცდებს ატარებენ.
ამჯერად VIIგ კლასის მოსწავლემ სახალისო ცდა ფიზიკაში ჩაატარა. ფიზიკას მოსწავლეებს მასწავლებელი ვენე აბუსელიძე ასწავლის.
მოსწავლის ექსპერიმენტი იხილეთ ბმულზე