
ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მნიშვნელოვან თარიღებს არ ივიწყებენ. ამჯერად მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართულ ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ეთერ გოგოლაძის ხელმძღვანელობით, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით პოსტერები დაამზადეს.
„ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად არ ვივიწყებთ მნიშვნელოვან დღეებს და მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დღესასწაულებს. ამიტომაც მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ეთერ გოგოლაძის ხელმძღვანელობით 15 აპრილთან- სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოვამზადეთ პოსტერები და გავაზიარეთ ის სითბო, რაც სიყვარულის დღესთან არის დაკავშირებული“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები