„მენატრებით და მიყვარხართ მასწავლებლებო!“ - წალენჯიხის N7 სკოლის VII კლასის მოსწავლის ჩანახატი
წალენჯიხის N7 სკოლის VII კლასის მოსწავლე ანი წულაია კორონავირუსის გამო შეცვლილი ცხოვრების შესახებ საკუთარი განცდები ჩანაწერში აღწერა. ამ თემაზე მოსწავლემ ნახატიც დახატა, სადაც მონატრებული სკოლა აქვს წარმოდგენილი. „ძალიან განვიცდი, რომ სახლში ვარ ჩაკეტილი და მითუმეტეს განცდა უფრო მიძლიერდება იმის გამო, რომ ეპიდემია მძვინვარებს. ნეტავ მალე გაივლიდეს ყველაფერი და შევძლებთ სკოლაში სიარულს, ძალიან მენატრება, სკოლა, გაკვეთილები, მასწავლებლები და ჩემი მეგობრები. ეხლა ის პერიოდია, როდესაც გვჭირდება ერთმანეთის მოსმენა და რეკომენდაციების გათვალისწინება #დავრჩეთსახლში# .
ერთი სული მაქვს სწავლა როდის დაიწყება და ისევ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. ღმერთს შევთხოვ ეს დღე მალე დადგეს, მენატრებით და მიყვარხართ მასწავლებლებო!“.
VII - კლასის მოსწავლე - ანი წულაიაჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში