საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუსიკაში საინტერესო დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ
22-04-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასებენ მათ ნამუშევრებს.დისტანციური სწავლა საინტერესოდ მიმდინარეობს, მოსწავლეები დავალებებს ხალისით ასრულებენ.

საინტერესო გაკვეთილები უტარდებათ მოსწავლეებს მუსიკაში. მე-9 კლასში ჩატარებული მორიგი გაკვეთილის დავალება იყო - მოსასმენი მასალა - ნ. ერგემლიძის „თეთრი გოგო“, ხოლო საკითხავი მასალა „პიგმალიონი და გალათეა“. მოსწავლეებმა თემატურად იპოვოს შესაბამისობა და წერილობით გადმოსცეს.

გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის, მეცხრეკლასელი მარი ვარდიაშვილის ნამუშევარს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203