„მართალია, გვეხალისება კომპიუტერთან, მაგრამ ცოცხალი გაკვეთილი უფრო საინტერესოა“ - წალენჯიხის N7 სკოლის VII  კლასის მოსწავლის ჩანახატი
22-04-2020


წალენჯიხის N7 სკოლის VII  კლასის მოსწავლე გიორგი ფიფია საკუთარ ჩანაწერში გვიზიარებს, რა ენატრება ყველაზე მეტად. „მართალია გვეხალისება კომპიუტერთან მუშაობა, მაგრამ ცოცხალი გაკვეთილი მაინც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის“ - წერს მოსწავლე. მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

„შანავა მე ძალიან მენატრება სკოლა,  ჩემი მეგობრები, მასწავლებლები და ჩემი დირექტორი. მენატრება ჩემი საკლასო ოთახი, სადაც დიდ სიამოვნებას ვიღებდი ჩემს კლასელებთან ერთად. მენატრება მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები. თუმცა ჩართულები ვართ  სასწავლო პროცესში, მასწავლებლები ყოველდღე გვიტარებენ დისტანციურად გაკვეთილებს, ჩვენც შეძლებისდაგვარად ვასრულებთ დავალებებს. მართალია გვეხალისება კომპიუტერთან მუშაობა, მაგრამ ცოცხალი გაკვეთილი ჩემი აზრით   მაინც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის“.  
                   
                                                                                                               VII  კლასის მოსწავლე - გიორგი ფიფია

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203