ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ბაჩო დიასამიძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
22-04-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის მოსწავლემ ბაჩო დიასამიძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა. მოსწავლის პედაგოგი ლია დავითაძე გახლავთ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203