
„იმედი მაქვს, მალე დამთავრება ეპიდემია და დავუბრუნდები ჩემს საყვარელ სკოლას“ - წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე მარიამ აბულაძე კორონავირუსის საფრთხის გამო შეწყვეტილ სასწავლო პროცესზე ემოციურ ჩანახატს გვთავაზობს.
სკოლის მონატრება
ერთ თვეზე მეტია, რაც კარანტინში ვიმყოფებით ჩვენ და მთელი მსოფლიო ერთად. კარანტინში ყოფნა გამოიწვია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამ. ყველა ის ინფორმაცია, რაც გადის ტელეეთერით, მოგვიწოდებს, დავრჩეთ სახლში, რათა მალე დავამარცხოთ ეს ეპიდემია.
სახლში ყოფნამ ძალიან მომანატრა ჩემი მასწავლებლები, ამხანაგები, სკოლა. მომენატრა ის საინტერესო გაკვეთილები, რომლებიც გვიტარდებოდა კლასში. ამ სიტუაციაშიც მასწავლებლები ონლაინ რეჟიმში გვიხსნიან გაკვეთილებს და გვიგზავნიან დავალებებს.
იმედი მაქვს, მალე დამთავრება ეპიდემია და დავუბრუნდები ჩემს საყვარელ სკოლას, ისევ აწკრიალდება სკოლის ზარი, ისევ მივუსხდებით მერხებს და ისევ ჩაგვიტარდება საინტერესო და სახალისო გაკვეთილები.
იხილეთ ფოტოები
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში