თბილისის N71 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ჭანტურია საინტერესო ტელეგაკვეთილებს ატარებს
22-04-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ჭანტურია საინტერესო ტელეგაკვეთილებს ატარებს.

გიორგი ახალგაზრდა პედაგოგია. ის დიდი ხანი არაა, რაც მასწავლებლად მუშაობს, თუმცა თავისი საქმე ძალიან უყვარს. გიორგი სკოლაში 200 მოსწავლეს ასწავლიდა სამოქალაქო განათლებას, ახლა კი გაკვეთილებს ტელეეთერით ატარებს და მას უკვე ბევრი მოსწავლე იცნობს.

„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ჭანტურია ტელესკოლის საგაკვეთილო სივრცეში! წარმატებები მას, ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში!! ყველაფერი კარგად იქნება!!!“- წერს სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203