ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს საინტერესო სიუჟეტი მიუძღვნეს
22-04-2020

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩხერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დედა ენის დღეს პროექტი მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადეს.

„14 აპრილს საქართველოში „დედა ენის დღე“ აღინიშნება. ეს დღე აღინიშნება 1978 წლიდან, როცა ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სწორედ ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რადგან .... „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“...

მაინც რა არის ჩვენთვის „დედა ენა“? - ამ კითხვაზე პასუხს ეს პატარა სიუჟეტი გაგცემთ, რომელიც ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლებმა თავიანთ მეგობრებთან ერთად მოამზადეს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203