„ბუნება ჩვენს გარშემო“ - ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს
22-04-2020

„ბუნება ჩვენს გარშემო“ - შუახევის მუნიციპალიტეტიეს ახალდაბის საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრის წევრებმა - X, XI, XII კლასელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 5 წუთიანი თემები, რომლებიც ეხებოდა -

  1. ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში;
  2. პირადი ჰიგიენის დაცვით დავამარცხებთ კორონავირუსს;
  3. დავრჩეთ სახლში და ჩვენს ეზოში დავრგოთ 1 ძირი ხე მომავლის გადასარჩენად;
  4. სამანქანე გზის გასწვრივ დარგეს 6 ძირი ნაძვის ხე, იმ დროისთის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პირის სახელზე და ესევე 2 ძირი ნაძვი, იმ დროისათვის გარდაცვლილი 2 პირის საპატივსაცემოდ. დარგეს 12 ძირი ფიჭვის ხე.

29 აპრილს კვლავ იგეგმება ვიდეო კონფერენცია ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.

კონფერენციაში ჩაერთვებიან V და XII კლასის მოსწავლეები, რომლებიც წარმოადგენენ 2 შეკითხვას და 1 პასუხს - ვინ უკეთ იცის XX საუკუნის ქართული მწერლობა“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203