
შუახევის მუნიციპალიტეტის ლომანაურის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია დისტანციურ სასწავლო პროცესში.
მასწავლებლები სარგებლობენ, ძირითადად, TEAMS-ით და მესენჯერით. სწავლების პროცესში ჩართულია ყველა პედაგოგი.
სკოლა მაღალმთიან სოფელში მდებარეობს. მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტის ხარვეზი აქვთ, მასწავლებლები ტელეფონით უკავშირდებიან და მაინც ახერხებენ სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვას.