
საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „ნარჩენი არ ნიშნავს ნაგავს“, ნიგვზარის, სისვაძეებისა და კორბოულის N1 სკოლების მოსწავლეებისათვის ონლაინ პრეზენტაციები მოაწყვეს.
„აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე. ონლაინ პრეზენტაციაზე მსმენელებს მიეცათ შესაძლებლობა, საკითხის შესახებ სასარგებლო რჩევები მოესმინათ თანატოლებისგან“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები