წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა წეროვნის თემში არამერქნული რესურსების მოხმარების მასშტაბური კვლევა ჩაატარა
22-04-2020

გლობალური პანდემიის დაწყებამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, „ტელუსმა“ ჩაატარა არამერქნული რესურსების მოხმარების მასშტაბური კვლევა წეროვნის თემში.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო წეროვნის თემის სოფლების: გოროვნის, წეროვნის და ჩარდახის მოსახლეობამ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 222 ოჯახი. რესპოდენტებს შორის იყვნენ: ოჯახის დიასახლისები, ხანდაზმულები, ბავშვები და ოჯახში მცხოვრები სხვა პირები.

კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ეკოკლუბ „ტელუსის“ საქმიანობის ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.

ამასთანავე, კვლევის ანგარიში მნიშვნელოვანი და ღირებული დოკუმენტია წეროვნის თემში არამერქნული რესურების მართვის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის.

იხილეთ არმერქნული რესურსების კვლევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203