ყიშლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალ izrune.ge-ში აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან
22-04-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის ყიშლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტირებაში მოსწავლეების დიდი ნაწილი ჩაერთო. ბავშვები ყოველ ხუთშაბათს სიხარულით ელოდებიან, რომ ტესტების საშუალებით საკუთარი ცოდნა შეამოწმონ და გამოავლინონ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203