ეშტიის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ელექტრონული ბუკლეტები დაამზადეს
22-04-2020

„დავიცვათ, ვიზრუნოთ ჩვენი და სხვების ჯანმრთელობაზე“ - ამ ლოზუნგით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის -„დედამიწა ჩვენი სახლია“ წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის „3 მიზნის - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის“ შესაბამისად შეხვედრა დისტანციურად ჩაატარეს.

კლუბის წევრებმა ახალი COVID-19-ის ვირუსის ადრეული გამოვლენისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ელექტრონულად ბუკლეტების მომზადება და ონლაინით გავრცელება გადაწყვიტეს. 

ეკოკლუბის წევრებმა ბუკლეტში დეტალურად აღწერეს ვირუსის არსი, ძირითადი სიმპტომები, გავრცელების წყაროები, პირბადის გამოყენების, პირადი ჰიგიენის დაცვის, სწორი კვების და მოგზაურობისას ქცევის წესები.

იხილეთ მოსწავლეთა დამზადებული ბუკლეტი

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203