თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამთა ბოლქვაძემ Izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 100-დან 100 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი დაიმსახურა
22-04-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის ათობით მოსწავლე შემაჯამებელ ტესტირებაში ყოველთვის მონდომებით ერთვება. აქედან თამთა ბოლქვაძემ ყველაზე მეტი, 100-დან 100 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი მოიპოვა.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203