გომარდულის საჯარო სკოლის მოსწავლეები Izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადიან
22-04-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და ტესტებს წარმატებით გადიან. 

21 მოსწავლიდან 19-მა მოსწავლემ გაიარა შემაჯამებელი ტესტი და ზოგიერთ მათგანს ოქროს დიპლომიც აქვს აღებული.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203