„ჩვენმა სკოლამ თქვა თავისი სიტყვა“- ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი დისტანციური სწავლების შესახებ
22-04-2020

წალკის მუნიციპალიტეტის ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი დისტანციური სწავლების შესახებ წერს. დირექტორი აღწერს, პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის დროს, როგორ შეძლო სკოლამ დისტანციური სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

„მესმის, ვხედავ, ვსწავლობ - ოღონდ დისტანციურად.

სინქრონული და არასინქრონული სწავლების ეს მოდელი, წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება.

ჩვენ, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა ერთობლივად შევძელით მიზნების და ინიციატივების განსაზღვრა და 2020 წლის 17 მარტიდან სკოლა გადავიდა ექვსდღიანი სასწავლო კვირაზე გაწერილი საგაკვეთილო ცხრილით დისტანციური სწავლების ახალ მოდელზე და დღეის მდგომარეობით, ყველა საგნობრივ დისციპლინაში სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

გვეამაყება, რომ მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შესაშური მზაობა გამოავლინა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის განხორციელების გზაზე.

მასწავლებელთა დაუღალავი შრომითა და მონდომებით, სიახლის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დადებითი განწყობის შედეგად, ჩვენმა სკოლამ თქვა თავისი სიტყვა“,-წერს მიხეილ ჯაყელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203