„ყოველ ხუთშაბათს ინტერესით ელოდება“- ბათუმის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები Izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადიან 
22-04-2020

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიIzrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

განსაკუთრებულად აქტიურობენ ანდრია მიქელაძე და დავით ჯორტმენაძე. ისინი ყოველ ხუთშაბათს ინტერესით ელოდებიან, რომ izrune.ge-ს ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა. მოსწავლები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს მშობლებთან ერთად ხალისით გადიან და მაღალ ქულასაც იღებენ. 

„ძალიან უხარია ანდრიას ტესტირებაში ჩართვა, მეორე კლასელია და თავის ასაკის შესაბამისად ყველა კითხვას პასუხობს, უფროსებიც ვეხმარებით. ყოველ ხუთშაბათს ინტერესით ელოდება, რომ მიიღოს მონაწილეობა,“ - ამბობს ანდრიას დედა დიო ცეცხლაძე.

„დავითი ყოველ ხუთშაბათს ერთვება ტესტირებაში. ძალიან მოსწონს, აქტიურობს, მე-4 კლასელია. საკმაოდ მაღალ ქულებს იღებს. ჩვენ ხანდახან ვეხმარებით, თვითონ კარგად ართმევს თავს,“ - აღნიშნავს დავითის დედა თამილა კოკოლაძე.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203