
ხულოს მუნიციპალიტეტის, დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთავრობის რეკომენდაციებს იცავენ და სხვებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
„დარჩით სახლში“, „დავაფასოთ ექიმების შრომა“, „დაიცავით წესრიგი“, „დაიცავი საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა“ - ამ და სხვა მოწოდებებით მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.სკოლები დაკეტილია, სასწავლო პროცესი კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები