
მარიკა ნარსია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის X კლასი წარჩინებული მოსწავლეა.
მიმდინარე სასწავლო წელს ის პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებისათვის.
მარიკა, გარდა იმისა რომ უყურებს ტელეგაკვეთილებს და გადის დისტანციურ სწავლებას, განუწყვეტლივ ეცნობა კლასგარეშე ლიტერატურასაც. წაიკითხა პორტუგალიელი კლასიკოსი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ (ნაწარმოები დასახელებულია ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კვლევის მიხედვით ლიტერატურის ისტორიაში 100 საუკეთესო ნაწარმოებს შორის). ამჯერად მარიკას დაგეგმილი აქვს წაიკითხოს ასევე ნობელიანტი მწერლის რაბინდრანათ თაგორის ცნობილი ნაწარმოები „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“.
იხილეთ ფოტოები