თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
22-04-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

Izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში სკოლის მოსწავლეებმა ლიზი კაკაშვილმა და ანა კვაშილავამ ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203