ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები მოიპოვეს
22-04-2020

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტირებაზე 100-დან 100 ქულა აიღეს ნიცა ზუმბაძემ, თამარ ლიპარტიამ, ელენე კიკნაძემ, ლაშა კიკნაძემ, ბექა ზვიადაძემ და ალექსანდრე ხარაბაძემ. მათ მაღალი შეფასების გამო ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203