„დაპაუზებული მსოფლიო“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის ჩანახატი კორონავირუსის გამო შეცვლილ რეალობაზე
22-04-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნატალი მემარნიშვილი მსოფლიოში შექმნილ რთულ ვითარებას საკუთარ ჩანახატში ეხმიანება. მოსწავლის შემოქმედებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


ქვეყანაში კორონავირუისის პანდემიაა. ქუჩები ცარიელია. თითქოს სამყარო შეიცვალა. „დაპაუზებული მსოფლიო“ ჩემი აზრით ეს ის ტერმინია, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს დღევანდელ რეალობას. სულ რამოდენიმე თვის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი, სკოლაში დავდიოდი, ეზოში ვთამაშობდი და დღესასწაულებს ნათესავებთან ერთად აღვნიშნავდი ასეთ დედამიწაზე ვერც კი ვიფიქრებდი.

სკოლები დაიკეტა. ახლა ყველა ვირტუალურ სწავლაზე გადავიდა. ონლაინ და ტელე გაკვეთილები ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ ნამდვილი სკოლა და მეგობრები რა თქმა უნდა სულ სხვაა.

ასეთი ცარიელი ქუჩები არასოდეს მინახავს. ვინაიდან სახლიდან არ გავდივარ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს ოჯახის წევრებისთვის. ჩემთვის კარანტინში თავის შექცევის საუკეთესო საშუალება წიგნის კითხვა, ასევე დღიურში საკუთარი ემოციების და იდეების აღბეჭდვა. მსოფლიო იმედს არ კარგავს. ყველა ცდილობს დაიცვას რეკომენდაციები. იმედია ყველაფერი მალე დასრულდება და სამყარო ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

#დარჩისახლში
#მემინდასკოლა

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203