
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დროულად ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები და სასკოლო ინვენტარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.