„ჩვენ ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ!“ - ნაგარევის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
22-04-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნაგარევის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში.

„გახსნილია რამდენიმე ათეული ჩათი, ინტენსიურად მიდის დავალებების მიწოდება, შესრულება, უკუკავშირები..ვიდეო გაკვეთლები.. რისთვისაც მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს.

ჩვენ ერთად ვართ მთავარია! ჩვენ ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ! და ბოლოს, ყველა ერთად გამოვიდეთ გარეთ და ტაში დავუკრავთ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203