
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
„როგორც ყველა, ჩვენც აღმოვჩნდით ახალი გამოწვევების წინაშე და ჩვენი სკოლაც გადასულია დისტანციური სწავლების რეჟიმზე. აგრეთვე პედაგოგები იყენებენ სოციალურ ქსელებსაც. მოსწავლეები ტელესკოლის გაკვეთილებსაც ადევნებენ თვალს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.