„ჩვენი ექიმების, ჩვენი გმირების, მასწავლებლების ფასი უნდა ვიცოდეთ“ - ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
22-04-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლემ პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ჩანახატები მიუძღვნა. გთავაზობთ XII კლასის მოსწავლის, შანაი გასანოვას ჩანახატს.

    მონატრების 1 თვე -  რა გვასწავლა სიჩუმემ 

უკვე რამდენიმე დღეა  ჩვენ  სახლში  ვართ. მარტო ჩვენ  არა, მთელი მსოფლიო. ამ  ბრძოლაში, ერთი გამოსავალი გვაქვს #დარჩისახლში, მაგრამ როდემდე - ეს ჯერ არ ვიცით.

მაშინ დავტოვოთ ბრძოლა? დავნებდეთ? რა თქმა უნდა, არა, ვიცით, რომ ამ გზის ბოლოში გამარჯვება გველოდება.

ჩვენთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, არანაცნობებისთვის, ჩვენი და სხვისი ჯანმრთელობის, ოცნებების, ბედნიერებისთვის დავრჩეთ სახლში! და მეორე,ამ დღეებმა  თან გვასწავლა  ძალიან ბევრი რამე, მაგალითად: ქუჩებში, ეზოში, გარეთ, თავისუფლად, წესების გარეშე სიარულის ფასი, ეს ძალიან უბრალოა, მაგრამ დღეს ვერ ვაკეთებთ.

სკოლის, თანაკლასელების, ჩვენი მასწავლებლების ფასი, პირველ რიგში გვასწავლა, რომ არ უნდა ვუჩიოდეთ ჩვენს ცხოვრებას!

კიდევ ერთხელ გვასწავლა, რომ განათლება არის ყველაფერი. ჩვენი ექიმების, ჩვენი გმირების, მასწავლებლების ფასი უნდა ვიცოდეთ. ამ დღებმა  ძალიან მაგრად გვასწავლა მათი ფასი.

შანაი გასანოვა  მე-12 კლასი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203