
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“ აქტიურად ჩაერთვნენ.
„შუშანიკ დედოფალი“ - ამ სახელწოდებით ნახატი ნომინაციაში: „ნიჭიერი ხელოვანი“ მე-10 კლასის მოსწავლე მონიკა მანაგაძემ წარადგინა.
ნომინაციაში - „ხელმარჯვე ოსტატი“ კი ნამუშევრები მე-4 კლასის მოსწავლე დავით ბენიძემ წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ სკოლამ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საინტერესო კონკურსი სახელწოდებით - „სხვა სამყარო ჩემი“ წამოიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1-ელ მაისამდე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ. 1-ელ მაისს კომპეტენტური ჟიური შეაჯამებს ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და დიპლომებით.
იხილეთ ფოტოები