ქსნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად მართავს
21-04-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს. 

„სკოლა ჩაერთო office 365-ის ერთ-ერთ პროგრამაში - Teams-ში. თანამშრომელთა ერთობლივი მუშაობით განხორციელდა ყველა მოსწავლის რეგისტრაცია, Teams-ის ვირტუალურ სივრცეში შეიქმნა კლასები, საგნობრივი ჯგუფები, შემუშავდა საგაკვეთილო ცხრილი და განრიგი. ყოველივე ეს დამიგებლებმა მიაწოდეს როგორც მოსწავლეებს ისე მშობლებს. 30 მარტიდან კი ქსნის საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი, მშობელი და მოსწავლე მაქსიმალურ ჩართულობას მიმართავს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203