
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად და ხალისიანად არიან ჩართულნი.
„დისტანციური სწავლებისთვის ვიყენებთ Microsoft office 365-ის პლატფორმას. თუმცა როგორც ყველა პროცესს და პროგრამას დისტანციურ სწავლასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. დადებით მხარეს წარმოადგენს დრო რომელსაც მოსწავლე იყენებს სახლიდან გაუსვლელად, ხოლო უარყოფით მხარეში შეიძლება მოვიაზროთ ის რომ, დისტანციური სწავლება არ მოიცავს ურთიერთობას თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან პირდაპირ შეხვედრას. ეს მოიცავს ახალი უნარებისა და ტექნოლოგიების შესწავლას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.