
მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
შემაჯამებელ ტესტირებაში წარმატებულად იასპარეზეს ლუკა დადეშქელიანმა, ანდრია დადეშქელიანმა, ანა დადეშქელიანმა, ლუკა ვიბლიანმა, ნიკოლოზ ვიბლიანმა, თამუნა დადეშქელიანმა, მარიამ დადეშქელიანმა, გიორგი ჭელიძემ, ელენე სუბელიანმა, ალექსანდრე სუბელიანმა, ნინი ვიბლიანმა და თეკლა ვიბლიანმა. თეკლამ ტესტირებაში 100 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.